დავით უსუფაშვილი მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ხვდება

დავით უსუფაშვილი მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ხვდება

 ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მმართველი კოალიციის წარმოამდგენლებს ხვდება.

 

 შეხვედრაზე შეიძლება განიხილონ საყდრისთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხიც. ცნობილია, რომ კომისიის შექმნის მოთხოვნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გოკა გაბაშვილმა დააყენა.


დეპუტატი მოუწოდებს დავით უსუფაშვილს გამართოს შეხვედრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ჩამოყალიბდეს საბოლოო პოზიცია, შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია პარლამენტში.

უმრავლესობისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაზე ასევე განიხილება რიგგარეშე სხდომის ჩატარების საკითხიც.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: