ალექსანდრე მარგიშვილი:"თუ აქამდე აუქციონი მხოლოდ ერთდღიანი იყო, ამიერიდან ის რამდენიმე დღე გასტანს"
თბილისის ვიცე-მერის ალექსანდრე მარგიშვილის განცხადებით, თბილისის მერიის "ქონების მართვის სააგენტო" პირველ ინტერნეტ აუქციონს დღეს გამოაცხადებს, რომელზეც საკუთრების უფლების ფორმით გასასხვისებლად 58 ერთეული ლოტია გამოტანილი.
"თუ აქამდე აუქციონი მხოლოდ ერთდღიანი იყო, ამიერიდან ის რამდენიმე დღე გასტანს. დაინტერესებულ პირს შეეძლება ვაჭრობა აუქციონის გამოცხადების პირველივე დღეს დაიწყოს და აუქციონის ვადის მოწურვამდე ივაჭროს. აუქციონის ვადას ყოველ კონკრეტულ აუქციონზე თბილისის მთავრობა განსაზღვრავს და 5-დან 45 დღემდე გასტანს. კანონმდებლობაში ცვლილებების შესვლამდე, აუქციონზე განაცხადის შეტანის ვადა თბილისის მთავრობის მიერ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 15 დღის, ხოლო მოძრავი ქონების/წილის შემთხვევაში არანაკლებ 5 დღის ვადით განისაზღვრებოდა", - განაცხადა მარგიშვილმა.
მარგიშვილის თქმით, გრძელვადიანი პერიოდი მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს თვალყური ადევნოს ვაჭრობის პროცესს და მხოლოდ ერთ დღეზე არ იყოს დამოკიდებული.