ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი შესაძლოა დაიხუროს
გავრცელებული ინფორმაციით ბაჩო ახალაიას ბრალი კიდევ ერთი მუხლით დაუმძიმდება. რა მუხლით წაუყენებენ ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბრალს, ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. ამის გამო შესაძლოა ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი დაიხუროს, ამის შესახებ ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი აცხადებს. ნადარეიშვილი დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს.
" როგორც ვიცი იგეგმება, რომ ჩემს მეუღლეს ახალი ბრალი წაუყენონ, რომელსაც გრიფით საიდუმლო დაედება. სწორედ ამიტომ სასამართლო პროცესი დახურული იქნება. ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლების ინტერესებში შედის, რადგანაც ამ დროის მანძილზე საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ჩემი მეუღლე უდანაშაულოა. ორი წლის მანძილზე წინასწარ პატიმრობაში იყო, ვინაიდან პროკურატურამ ბრალი ვერ წაუყენა. მივმართავ თხოვნით, ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ პროცესი არ დაიხუროს. როგორც იცით, სასამართლო პროცესს ესწრებიან როგორც ჟურნალისტები ასევე მონიტორები, რომლებიც თავიანთ ანაგარიშში ასახავენ ყველა იმ დარღვევას რაც სასამართლო პროცესზე ხდება. იმ შემთხვევაში თუ პროცესი დაიხურება, საზოგადოება სიმართლეს ვეღარ გაიგებს"-აცხადებს ნადარეიშვილი.