რატომ გადაიდო მანქანების ტექდათვალიერება?!
საქართველოს მთავრობამ ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება 2017 წლამდე გადაავადა.
აღნიშნული ცვლილების მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად "ივერიონი" ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა თავმჯდომარეს, ვანო მთვრალაშვილს დაუკავშირდა.
-როგორც ცნობილია ტექ-შემოწმება 2015 წლიდან კვლავ უნდა აღსდგეს, როგორ შეაფასებდით ამ ადაწყვეტილებას?
-გადავადების მოტივი გახლავთ ის, რომ ქვეყანაში სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, აღნიშნული ცვლილება კი მძღოლებისთვის დამატებითი ტვირთი იქნებოდა.
-რა დამატებით პრობლემებს შეუქმნის ტექდათვალიერება მძღოლებს და რასათან იქნება ეს დაკავშირებული?
ზოგადად ტექდათვალიერება აუცილებელი პროცესია,გამომდინარე იქიდან, რომ მფლობელები უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს, იმის გათვალისწინებით , რომ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ფონი მძიმეა, თითოეული მფლობელისთვის ეს დამატებითი ტვირთი ქინებოდა- მანქანების უმრავლესობა მოძველებულია და ტესტის გავლა საკმაოდ რთული იქნება, რასაც დამატებითი ფინანსური დანახარჯები დასჭირდება
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს იმას, რომ რაღაც პერიოდში მან აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს, 2017 წლის შემდეგ გამოჩნდება რა იქნება, როგორი იქნება ეს ვალდებულებები ,რამდენად სავალდებულო იქნება, მიმაჩნია, რომ ზოგადად ქვეყანამ ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ესაუბრა ნათია ხარბედია