დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა,  თბილისში ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილებისათვის ბინების გადაცემის თემაზე,  ბრიფინგი გამართა.

საბიუჯეტი ასიგნებების ფარგლებში,  სამინისტრომ ჩინური კომპანია "ჰუალინგ ჯგუფისგან"  598 ბინა გამოისყიდა, რომლებსაც დევნილებს საკუთრებაში გადასცემს.

14 იანვრიდან, სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს აპლიკაციების მიღებას აღნიშნულ ბინებში განსახლების მსურველი დევნილებისათვის. განაცხადების მიღება 2015 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება და დევნილ ოჯახებს ბინები 2015 წლის აგვისტოში გადაეცემათ.

გარდა ამისა, სამინისტრო ახორციელებს მენაშენეებისაგან ბინების გამოსყიდვის პროექტს. მენაშენეებისაგან ბინების გამოსყიდვის პირველი კონკურსის შედეგები 29 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსში გამარჯვებული კომპანიისაგან "სახლი დიღომში" სამინისტრომ 4 ბინა შეისყიდა,  აქედან ერთი სამოთახიანი და სამი ოთხოთახიანი.

თბილისში დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: