კახა კოჟორიძე: "ჩვენი მომავალი თანამშრომლობა ნაყოფიერი და პროდუქტიული იქნება"
"ეს არის ის თემები, რომლებზეც მე რვა წლის განმავლობაში ვმუშაობდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და შესაბამისად ამ თემებზე მომიწევს აქ მუშაობის გაგრძელება", - განცხადება ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ გააკეთა:
"ეს არის ის თემები, რომლებზეც მე რვა წლის განმავლობაში ვმუშაობდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და შესაბამისად ამ თემებზე მომიწევს აქ მუშაობის გაგრძელება.მინდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეობის პერიოდში მე მომიწია პრეზიდენტთან და მის გუნდთან რამდენჯერმე შეხვედრა სხვადასხვა საკითხების გამო და მსურს ხაზი გავუსვა იმას, რომ ძალიან ბევრ საკითხზე რაც ეხება მართლმსაჯულებას, ადამიანის უფლებებს ჩვენ პრაქტიკულად ბევრ საკითხზე გვქონდა საერთო ხედვები და ღირებულებები, რაც მაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენი მომავალი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და პროდუქტიული." - განაცხადა კახა კოჟორიძემ.