ყოფილი პატიმარი ვაჰაგან ჩახალიანი ჯავხეთში არეულობის მოწყობას გეგმავს
ყოფილი პატიმარი ვაჰაგან ჩახალიანი ჯავხეთში არეულობის მოწყობას გეგმავს. ამ მიზნით მას 60-70 კაციანი შეიარაღებული დაჯგუფება აქვს შექმნილი. არნიშნულ ინფორმაციას "აფხაზეთის ხმა" ყოფილი პოლიციელის, ღირსების ორდენის კავალერის კარინა გრიგორიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩემი წყაროს ინფორმაციით, ჩახალიანი რეგიონში არეულობას გეგმავს. მას უკვე შეკრებილი ჰყავს 60-70 კაციანი შეიარაღებული დაჯგუფება და დღევანდელ ხელისუფლებას ულტიმატუმებს უყენებს. თუ ჩახალიანმა მართლაც განახორციელა ჩანაფიქრი, პირადად მე ვაცხადებ, რომ მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას, უგუნური ნაბიჯების გადადგმის გამო, რადგან როგორც ვიცით, ისინი არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული, რომ ჩახალიანი რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და მისი ციხიდან გამოშვება შეცდომა იქნებოდა". - აცხადებს კარინა გრიგორიანი.
შეგახსენებთ, ვაჰაგან ჩახალიანი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დააპატიმრეს. მოგვიანებით, როცა ხელისუფლების სათავეში "ქართული ოცნება" მოვიდა, ჩახალიანი ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.