შორს ჩვენგან სატანა, ანუ, საით მიგვერეკებიან „ნახირებს“?!

შორს ჩვენგან სატანა, ანუ, საით მიგვერეკებიან „ნახირებს“?!

სოციალურ ქსელში შემთხვევით უჩვეულო (ჩემთვის სენსაციურ და კატეგორიულად მიუღებელ) ინფორმაციას წავაწყდი: თურმე მსოფლიოს 60 დიდ ქალაქში გრანდიოზული აქცია ჩატარებულა სახელწოდებით „მეტროში შარვლის გარეშე“ და ათასობით „პრადვინუტს“ მიუღია მონაწილეობა.

მსოფლიო რომ შეშლილია, ამაში თანდათან ვრწმუნდები, მაგრამ ძალიან ძნელია ნორმალური ფსიქიკის ადამიანმა ერთბაშად გადახარშოს ეს ყველაფერი. გონების ქურაში გაატაროს და მერე არ შეეშინდეს.

საით მიდის სამყარო? ეს კითხვა ალბათ პლანეტის საღად მოაზროვნე საზოგადოებას ნამდვილად აწუხებს.

თითქოსდა არაფერი: „ჭკუამხიარული“ ახალგაზრდები (სურათებზე და ვიდეოზეც ჩანს, რომ აქციის მონაწილენი ახალგაზრდული ასაკის წარმომადგენლები არიან) მეტროში შარვლების გარეშე ჩადიან და „მიწისქვეშა მგზავრებს“ თითქოსდა არაფერი,ისე უერთდებან.

სამწუხარო ისაა, რომ ასეთი გართობა, თუ ხუმრობა, არა რომელიმე ცალკე აღებულ ქვეყანაში, ან ცალკე აღებულ ქალაქში, არამედ, ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში ხდება - რა თქმა უნდა, „თავისუფლების მექად“ წოდებულ _ ამერიკაშიც.

გახსოვთ ალბათ გასული წლის ზაფხულში „ყინულის“ აქცია, რომელმაც ესტაფეტა, თუ არ ვცდები, ამერიკიდან აიღო და ჭკუამხიარული ქართველებიც აიყოლია?! ეს თითქოსდა უწყინარი, მაგრამ მსოფლიო გონის მოსასინჯად გადადგმული ნაბიჯი იყო, რომელსაც ზამთარში „შიშველი ფლეშმობიც“ მოაყოლეს!

გართობა ჩვენს შეგნებაში თავისუფალი დროის თავისუფლად გამოყენებას, ანუ განტვირთვას გულისხმობს, თუმცა სხვა საკითხია, რით და როგორ ერთობი და რამდენად ქრისტიანულია შენი გატაცება!..

რაც შეეხება „შიშველ ფლეშმობს“, ეს გართობა ნამდვილად არ არის - ეს უზნეობის, ზღვარგადასული თავისუფლების დემონსტრირებაა, უფრო სწორად, საყოველთაო უზნეობისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ჩვენს გამოთაყვანებას და ყოველგვარ ღირსებასა და ზნეობაზე ხელის აღებას ისახავს მიზნად!

არ ვიცი, ვის როგორ, მაგრამ, ეს „უწყინარი“ ახირება ჩემთვის უწყინარი ნამდვილად არ არის!

შორს ჩვენგან, სატანა! კაკულიას წინასწარმეტყველება არ არის საჭირო, ვიფიქროთ, თუ საით მიგვერეკებიან „ნახირებს“!

 
                                           ზაურ ნაჭყებია

 

 

 

[media=https://www.youtube.com/watch?v=n00NFbjv3WU#t=58

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: