ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ცნობილია

ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ცნობილია

28 იანვარს დაგეგმილია ძალოსნობის ფედარაციის პრეზიდენტის არჩევნები. როგორც „ივერიონის“ პრესკლუბში გახდა ცნობილი პრეზიდენტობისთვის ყოფილი ძალოსანი, უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე იბრძოლებს.

-„2 თვეში საქართველოში ტარდება ევროპის ძალოსნობის დიდი ფორუმი. ჩვენს განკარგულებაშია ვეტერანთა კლუბი „წყალტუბო“. სპორტის ამ სახეობას შემდგომი განვითარებისთვის აქვს რესურსი და საჭიროა ხელშეწყობა. ჩვენს კლუბში არიან როგორც მამაკაცები, ასევე ქალბატონები და უნდა ითქვას, რომ მანდილოსნებსაც დიდი შანსი აქვთ მსოფლიო დონის შეჯიბრებზე გამარჯვების.


მე გადავწყვიტე მივიღო მონაწილეობა ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში და ჩემს გადაწყვეტილებას "ივერიონის" პრესკლუბში ვაფიქსირებ.  ჩვენი საარჩევნო დევიზია-„ მილიონი ლარი ქართულ ძალოსნობას“. ეს თანხა ნამდვილად მოგვცემს რამდენიმე მსოფლიო ჩემპიონს და საერთოდ ქართული ძალოსნობის შემდგომი განვითარების საშუალებას“-განაცხადა ტუსკაძემ "ივერიონში" გამართულ ბრიფინგზე.


მისი თქმით, ის მიესალმება სხვა კანდიდატურების არსებობასაც და წარმატებებს უსურვებს მათ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: