მანანა ორბელიანი:-"საქართველოს მთავრობა პატივს არ სცემს სასამართლო გადაწყვეტილებას"
უფლებადამცველი მანანა ორბელიანი საზოგადოებას საყდრისთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას აწვდის და ამბობს:
-"საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ჩვენს მიერ კანონით დადგენილი წესით, მთავრობის ადმინისტრაციაში უნვე გასაჩივრდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბატონი მიხაილ გიორგაძის 2014 წლის 12 დეკემბერი №03/266 ბრძანება მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით და იმავდროულად გასაჩივრებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბატონი ნიკოლოზ ანთიძის 2014 წლის 12 დეკემბერი №2/271 ბრძანება.
ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობა პატივს არ სცემს სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლითაც უზრუნველყოფილია საყდრისის ნგრევის ხელშეუხებლობა. არ აჩერებს ნგრევას. მწვანე შუქს უნთებს დამნასავე კომპანიის მიერ ზოგადსაკაცობრიო ძეგლის განზრახ დაზიანებას, უნიჭოდ ადვიკაკობს კიდეც მას, რითაც არსებითად არღვევს საქართველოს სახემწიფო და საზოგადოების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და გარდა ამისა და ამასთან ერთად მორალურ ზიანს აყენებს ერს, ცივილიზებული მსოფლიო წინაშე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ ბრძანებების არსებობა სივრცეში და დროში არავიტარი მნიშვნელობა არ ქონდა და არ ანიჭებდა და არ ანიჭებს RMG gold-ს ძეგლის დაზიანების უფლებას. დამნაშავე კომპანია RMG gold-ი შებოჭილია თბილისის 2014 წლის 30 ივნისის სააპელეციო სასამართლოს განჩინებით კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 30 მაისის განჩინების ძალთ.