დავით სერგეენკო: "თუ უკრაინაში ჩავალ, რა თქმა უნდა, შევხვდები ჩემს უკრაინელ კოლეგას"
თუ უკრაინაში ჩავალ, რა თქმა უნდა შევხვდები ჩემს უკრაინელ კოლეგას. განცხადება ამის შესახებ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა. სერგეენკომ საუბრისას აღნიშნა, რომ ვიზიტი თვის ბოლოს არის დაგეგმილი,თუმც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის ზუსტი თარიღი ხვალ გაირკვევა
"რაც შეეხება უკრაინაში ვიზიტს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და ალბათ ხვალ დაკონკრეტდება ეს თარიღი, თვის ბოლოს არის დაგეგმილი ვიზიტი, თუმცა კონკრეტული თარიღის თქმა ამ დროისთვის გამიჭირდება. დელეგაციაში სავარაუდოდ მეც ვიქნები, რადგან ჯანდაცვისა და ჰუმანიტარული თანამშრომლობა დიდი ხნის დაწყებულია ორ ქვეყანას შორის. თუ ჩავალ, რა თქმა უნდა, შევხდები ჩემს უკრაინელ კოლეგას", - განაცხადა დავით სერგეენკომ.