ირაკლი ღარიბაშვილი: "პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას სიმბოლური დატვირთვა აქვს"
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ახალი კონსტიტუციით, მთავრობა ვალდებული არ არის, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის წლიურ გამოსვლას დაესწროს. კომენტარი ამის შესახებ პრემიერმა პრეზიდენტ,მარგველაშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
"ეს არის სიმბოლური გამოსვლა პარლამენტში. მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ასეთ გამოსვლებს უნდა დაესწროს მთავრობა, მინისტრები და პრემიერ-მინისტრი. ეს არის ჩემი პოზიცია, მაგრამ მე გთხოვთ, რომ ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ, სუფთა სიმბოლური დატვირთვა აქვს ასეთ გამოსვლებს და მონაწილეობა-არმონაწილეობას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.