ელენე თევდორაძე: პენიტენციალური სისტემის რეფორმისთვის იქ მომსახურე კონტინგენტის ასი პროცენტით შეცვლაა საჭირო

ელენე თევდორაძე: პენიტენციალური სისტემის რეფორმისთვის იქ მომსახურე კონტინგენტის ასი პროცენტით შეცვლაა საჭირო

ქალბატონო ელენე, ხელისუფლებამ ახალი წელი სისხლის სამართლის და საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებებით დაიწყო, რა თქმა უნდა წინა ხელისუფლების დროს მიღებული ძალიან ბევრი კანონი ლიბერალიზაციას საჭიროებს, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ცვლილებები კანონს უფრო ართულებს, რასაც მოყვა კიდეც საზოგადოების პროტესტი..

"მე პირადად მივესალმები "უდოსთან" დაკავშირებულ ცვლილებას. როდესაც  1997 წელს პირველად ჩავატარეთ პენიტენციალური სისტემის რეფორმა, მივიღეთ პატიმრობის შესახებ კანონიც. ეს იყო პირველი კანონი, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გადავიდა იუსტიციაში. აქედან გამომდინარე შემოვიდა ძალიან ბევრი სიახლეები. სიახლე ეხებოდა ასევე ე.წ. "უდოს". თავიდან ჩვენ გვქონდა შეტანილი, რომ "უდოს" საკითხს იხალავს ადგილობრივი საჭოები და არა ცენტრალურ ორგანოში შეკრებილი კომისია. ჩვენ ამ ნაბიჯის სისწორეში დარწმუნებული ვიყავით იმიტომ, რომ პატიმარი რომელიც მაგალითად ცხოვრობს ქუთაისში, ქუთაისის საზოგადოება უფრო იცნობს იმ ადამიანს, უფრო მეტი ინფორმაცია აქვს ამ ადამინზე და აქედან გამომდინარე თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, როცა იძლევა დადებით გადაწყვეტილებას. მაგრამ გააჩნია რა პრინციპით შეიქმნება ეს საბჭოები. საბჭოებში უნდა იყვნენ არასამთავრობო ორგანიზციები, არჩეული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ის ადამიანები, რომელთა მიმართაც არის განსაკუთრებული ნდობა საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, თუ ეს პროცესი სწორად წარიმართება, მე ფიქრობ, რომ ამას მეტი დადებითი შედეგი ექნება. რაც შეეხება "უდოს" კომისიას, მათ ინფორმაცია მოსდით ციხიდან, ისინი ძალინ ხშირად არ იცნობენ პატიმარს, რომელიც სანამ ციხეში მოხვდებოდა რას წარმოადგენდა საზოგადოებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოება უფრო მეტად იქნება დაცული იმ ადამიანებისგან რომლებიც განთავისუფლდებიან "უდოს" წესით. კიდევ ვიმეორებ, გააჩნია როგორ დაკომპლექტდება ეს საბჭოები, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაკომპლექტებული ციხის ხელმძღვანელობიდან, შეიძლება ციხიდან იყოს მხოლოდ ერთი - სოციალური მუშაკი და მეტი არავინ.

პარლამენტმა გადაუდებელი აუცილებლობის დროს ჩასატარებელ ჩხრეკა-ამოღებისას, გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანის ვალდებულება ძალაში დატოვა, ვინაიდან ამ ცვლილებას არასამთავრობოთა სახით ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა თუმცა, საინტერესოა,  რატომ ცდილობს ხელისუფლება ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას?

"მე რომ პარალამენტში ვყოფილიყავი, ნამდვილად წავიდოდი ამ ცვლილების წინააღმდეგი. ჩვენ არ ვართ დაზღვეული იმისგან, რომ ყველა გამომძიებელი კეთილსინდისიერად მოიქცევა. ამის კონტროლი ძალიან რთული იქნება. როცა მე ვთვლი, რომ ეს იყო უკანონოდ ჩატარებული ჩხრეკა, მე ვერ დავიცავ ჩემს უფლებებს. ამიტომ, გამიკვირდა კიდეც რომ ეს ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან გამოვიდა.

როგორ ფიქრობთ, შემცირდა ადამიანის უფლებათა  დარღვევის ფაქტები?

"მე ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგანაც გარკვეულწილად სიტუაციას ჩამოვშორდი. მაგრამ მინდა აქცენტი გავაკეთო სოციალურ უთანასწორობაზე. როდესაც ქუჩაში გავდივარ, ყოველ ფეხის ნაბჯზე მე მაჩერებენ ჩემთვის უცნობი ადამიანები და ლაპარაკობენ ძირითადად თავიანთ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, ისინი ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 

ხელისუფლება ვერ უარყოფს, რომ მის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ე.წ. "ციხის კადრებმა" ითამაშა, თუმცა ვხედავთ, რომ ციხეებში იგივე მდგომარეობა დარჩა რაც წლების წინ იყო.. 

"ამ შემთხვევაში საჭირო იყო თანამშრომლების, მომსახურე კონტინგენტის ასი პროცენტით შეცვლა. პენიტენციალურ სისტემაში დარჩა ძალიან ბევრი ძველი თანამშრომელი, მათ კი სხვა მეთოდები არ იციან. მაგრამ მეორეს მხრივ, სად უნდა ვნახოთ ჩვენ ადამიანების ეს რაოდენობა, რომლებიც დათანხმდებიან ამ მძიმე სამუშაოს? სამწუხაროდ, პენიტენციალისტები საქართველოში არ არიან. მე ამ საკითხს არაერთხელ ვაყენებდი არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ დისკუსიების დროსაც. ჩემი აზრით საჭირო იყო, რომ უნივერსიტეტებში ყოფილიყო გარკვეული მიმართულება, სადაც მომზადდებოდნენ პენიტენციალისტები. სანამ ჩვენ ისინი არ გვეყოლება, ჩვენ ყოველთვის გვექნება ის სიტუაცია, რომელიც სამწუხაროდ დღესაც გრძელდება“.

თუ აღმოჩნდა ამგვარი დიდი გამოწვევებისთვის ხელისუფლება მზად?

„ხელისუფლებას მხოლოდ სურვილი კი არ უნდა ქონდეს ცვლილებების, ინსტრუმნტიც უნდა ქონდეთ, რაც ჯერ-ჯერობით არ აქვთ“.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: