ირაკლი ღარიბაშვილი:"თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს,რომ გარემოს დაცვა დაბინძურებისგან ყოველი ჩვენგანის ვალია"

ირაკლი ღარიბაშვილი:"თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს,რომ გარემოს დაცვა  დაბინძურებისგან ყოველი ჩვენგანის ვალია"

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, გარემოს დაბინძურებისთვის მკაცრი ჯარიმების გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი გახდა იმისთვის, რომ გარემოს დასაცავად შესაბამისი ჩვევები დავიმკვიდროთ.

"კოდექსის მიზანია მოაწესრიგოს ნარჩენების მართვის სფერო. ამ მიზნით  დაწესდა საკმაოდ მკაცრი ჯარიმები, რომლებიც დღეიდან ამოქმედდება. გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარიდან - 5 000  ლარამდე. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ უნდა  გააცნობიეროს, რომ  გარემოს დაცვა  დაბინძურებისგან ყოველი ჩვენგანის ვალია. ეს არ იქნება რთული, თუ ყველა დავიცავთ ელემენტარულ წესებს და კანონს"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული კოდექსის  აღსრულებაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიცია და შესაბამისი სამსახურები იმუშავებენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: