თეა წულუკიანი: მთავრობა ე.წ სოფლის სახლების და საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას გეგმავს!
2015 წელს მთავრობა სოფლის სახლების - საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას გეგმავს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ე.წ სოფლის სახლებში იგივე სერვისები იქნება, რაც იურიდიულ სახლებში.
"ჩვენ გვაქვს კარგი ამბავი სოფლის მოსახლეობისთვის. გადავწყვიტეთ 2015 წელს ე.წ. სოფლის სახლები - საზოგადოებრივი ცენტრები ავაშენოთ, სადაც ჩვენი სოფლის მოსახლეობა 200-მდე საჯარო და კერძო სერვისს იღებს, აშენდეს 13 სოფელში და დღეს მივიღეთ თანხმობა მთავრობისგან, რომ იანვარშივე დაიწყოს მშენებლობა გურიაში, კერძოდ, ქვემო ნატანებში. საოკუპაციო ზოლთან სამეგრელოში, სოფელ ორსანტიაში, დაბა კაზრეთსა და ყვარლის რაიონებში. რა თქმა უნდა, ჩვენ სოფლები შევარყიეთ იანვარ-თებერვლისთვის, სადაც კლიმატი ამის საშუალებას მოგვცემს და შემდეგ დანაჩენის მშენებლობაც დაიწყება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წლის ბოლომდე დასრულდეს. ეს საშუალებას მოგვცემს, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების სოფლად დამაგრებას და იქვე საქმიანობის წარმოებას, რადგან სოფლის სახლებში ჩვენ ვაკეთებთ მათთვის ბიბლიოთეკას, უფასო ინტერნეტს და სხვა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.