ავთანდილ ბერიძე: პირობას გაძლევთ, ტექნოლოგიური უნივერისტეტი აუცილებლად იქნება საქართველოში!
ზღვისპირა ქალაქისთვის უფრო მნისვნელოვანია სასტუმრო- ვიდრე ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. განცხადება ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ ჯურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.
"ზღვისპირა ქალაქისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი სასტუმრო გახლავთ. ტექნოლოგიური უნივერისტეტი კი, აუცილებლად იქნება საქართველოში, ძალიან დიდი და ძალიან კარგი. ამის პირობას მე გაძლევთ", - განაცხადა ბერიძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რა საკითხები უნდა განიხილოს ავთანდილ ბერიძემ პრემიერ-მინისტრთან, იგი არ აკონკრეტებს.