შალვა შავგულიძე: რაიმე ისეთი გადაუდებელი აუცილებლობა ხდება მთავრობაში, რომ პრეზიდენტის გამოსვლისთვის ვერ მოიცლიან?
"მართალია, კანონი მთავრობას არ ავალდებულებს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლას დაესწროს, მაგრამ ეს გამართლებულად და მიზანშეწონილად მიმაჩნია" - განცხადება ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა შალვა შავგულიძემ გააკეთა.
"მართალია, კანონი მთავრობას არ ავალდებულებს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლას დაესწროს, მაგრამ ეს გამართლებულად და მიზანშეწონილად მიმაჩნია. ეს იქნება სახელმწიფო შტოების მიმართ პატივისცემის გამოხატვა. მეორეც, დავსვათ კითხვა: რატომ არ უნდა დაესწროს მთავრობა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას? რაიმე ისეთი გადაუდებელი აუცილებლობა ხდება მთავრობაში, რომ პრეზიდენტის გამოსვლისთვის ვერ მოიცლიან? არგუმენტი იმის შესახებ, რომ მისი გამოსვლა სიმბოლურია, გამართლებული არ არის", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.