ირაკლი ალასანიას მიაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას მთავრობა აუცილებლად უნდა დაესწროს
პრეზიდენტის ინსტიტუტი საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს ერთიანებს. საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტშ გამოსვლას მთავრობ ა აუცილებლად უნდა დაესწროს. განცხადება ამის შესახე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა.
"ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არ დაესწრო მთავრობა გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას, იყო მთავრობის ერთიანი გადაწყვეტილება. მე ეს ამბავი გამაცნეს, როგორც უკვე მიღებული გადაწყვეტილება.
ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა შესაცვლელია, რადგან დღეს არის სხვა რეალობა. პრეზიდენტის ინსტიტუტი აერთიანებს საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება შესაცვლელია", - განაცხადა ალასანიამ.