გიორგი ცაგარეიშვილი: სახელმწიფოს მეთაურის პარლამენტში გამოსვლას აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს!

გიორგი ცაგარეიშვილი: სახელმწიფოს მეთაურის პარლამენტში გამოსვლას აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს!

საქართველოს მთავრობა სრული შემადგენლობით, პრემიერის ელმძღვანელობით პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას უნდა ესწრებოდეს. განცხადება ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა გააკეთა.

"რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა, სრული შემადგენლობით, პრემიერის ხელმძღვანელობით ამგვარ გამოსვლებს უნდა ესწრებოდეს. არ შეიძლება აქ ფორმალიზმის რაიმე ელემენტი აღმოვაჩინოთ. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, ასეთი იყო ყოველთვის და ასეთად დარჩება მომავალში. სახელმწიფოს მეთაურის პარლამენტში გამოსვლას აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მინისტრთა კაბინეტმა უნდა მოუსმინოს, შემდეგ შესაძლებელია რამე იყოს გაზიარებული ან არგაზიარებული. ის რომ, ეს ადამიანები პარლამენტის სხდომათა დარბაზში უნდა იყვნენ, ამას წყალი არ გაუვა", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: