ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" ოსკარის ნომინანტია
ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებთ, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში წარადგინეს.
ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის დროს ვითარდება და აღწერს აფხაზეთში მცხოვრები ესტონელის ცხოვრებას. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები აფხაზეთიდან გაიყვანა, თუმცა რამდენიმე მათგანი თავისი სურვილით დარჩა.
ფილმში მოთხრობილია ერთ-ერთი ასეთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობაზე.