"ნაციონალური მოძრაობა" საპროტესტო აქციებს იწყებს
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, მომავალი კვირიდან ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციებს იწყებს.
წიკლაურის განცხადებით, ხელისუფლების ჭოჭმანი და უპრინციპობა ცხადყოფს, რომ როსნეფტის ფოთში შემოსვლაზე თანხმობა უშუალოდ ივანიშვილის გაცემულია.
"თუკი უახლოეს დღეებში პუტინის კომპანიას ქართული კანონმდებლობის დარღვევის გამო არ დააკისრებენ შესაბამის სასჯელს და არ შეუწყვეტენ საქმიანობის უფლებას, მომავალი კვირიდან მთავრობის მოღალატური ქმედებების გასაპროტესტებლად აქციები დაიწყება"- აცხადებს წიკლაური.