ვინ ეკითხება ენჯეოებს, გვჭირდება თუ არა „ახალი“ კოტე კუბლაშვილი?!

ვინ ეკითხება ენჯეოებს, გვჭირდება თუ არა „ახალი“ კოტე კუბლაშვილი?!

გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციები (იგივე ასო-ები) საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის შესაძლო კანდიდატურაზე იმსჯელეს.

მართალია, კონკრეტული სახელი და გვარები არ გაჟღერებულა, მაგრამ, ღრმადპატივცემულ პრეზიდენტს იმ კრიტერიუმებზე ესაუბრნენ, რასაც კუბლაშვილის შემცვლელი უნდა აკმაყოფილებდეს!

კეთილი და პატიოსანი, მაგრამ, რა ასო-ების საქმეა, ვინ უნდა დაინიშნოს უზენაესი საბჭოს ავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე და რატომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს პარლამენტმა ასო-ების მიერ დადგენილი კრიტერიუმით კანდიდატის შერჩევისას?!

მითუმეტეს, ამას საქართველოს კონსტიტუცია შესანიშნავად არეგულირებს!..


საინტერესოა, რატომ გახდა ეს თანამდებობა საჯილდაო ქვა „არამკითხე მოამბეებისთვის“ და როდის უნდა დავაღწიოთ თავი ამ ამაზრზენ ფორმალობას?! თუმცა, სიტყვა „ფორმალობა“ შეიძლება ზედმეტიც აღმოჩნდეს, როცა საქართველოში სოკოებივით მომრავლებული ასო-ების ჭეშმარიტ მიზანს გავაცნობიერებთ - ეჭვი არ არის, მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმი აუცილებლად იქნება იმ „უცხო სხეულების“ სურვილების ანარეკლი, ვისგანაც ნოყიერად ფინანსდებიან საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები!

ვაღიაროთ ერთხელ და სამუდამოდ: ამ გრანტიჭამია და ანტიქართულად მოაზროვნე ენჯეოებს არაფერი აქვთ საერთო სამოქალაქო საზოგადოებასთან და მითუმეტეს, საზოგადოების (სახელმწიფოს) ინტერესებთან. პირიქით, მათი ნებისმიერი ინიციატივა საბოლოო ჯამში ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებისკენაა მიმართული (შეიძლება იყოს ცალკეული გამონაკლისებიც)!..

ამ ბოლო დღეებში „ფრიად სასიამოვნო „სიურპრიზის“ მომსწრენი გავხდით: საიას ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა. არ ვიცი, რამდენად გამოადგება მისი რჩევები მარგველაშვილს, მაგრამ... ბ-ნი კოჟორიძე საია-ს „სულსაც“ თან რომ გაიყოლებდა ცხადია.

სხვათაშორის, დღეს ბევრია ხელისუფლებაში ენჯეოებიდან (განსაკუთრებით თავისუფლების ინსტიტუტი, სოროსის ფონდი, საია) „გამოჩეკილი“ ოდიოზური ფიგურები, რომლებიც აზროვნების სტრუქტურითა და მისწრაფებებით ძალიან შორს დგანან ქართული მენტალობისგან!..

ახლა რაც შეეხება უზენაესი საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს, მის შესარჩევად ენჯეოების მიერ შედგენილი კრიტერიუმები არ გვჭირდება - არსებობს კანონი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის კანდიდატი. ერთ რამეში კი ნამდვილად ვეთანხმები საიას მოქმედ თავმჯდომარეს, ქ-ნ ანა ნაცვლიშვილს, რომ უზენაესი საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს არ უნდა ჰქონდეს „მჭიდრო კავშირი რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან“, თუმცა, ობიექტურობის განცდა და სახელმწიფოებრივი ხედვა არ უნდა ღალატობდეს.

ვნახოთ, როგორ ჩააბარებს კიდევ ერთ „გამოცდას“ დრევანდელი ხელისუფლება და იქნება თუ არა კუბლაშვილის შემცვლელი არაოდიოზური ფიგურა!

                                           საბა საბახტარაშვილი


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: