თედო ჯაფარიძე: დღეს რომ იყოს ამ საკითხის განხილვა, მე ვიქტორ დოლიძის თანამდებობაზე დარჩენას მხარს დავუჭერდი!

თედო ჯაფარიძე: დღეს რომ იყოს ამ საკითხის განხილვა, მე ვიქტორ დოლიძის  თანამდებობაზე დარჩენას მხარს დავუჭერდი!

თუ ლაპარაკია ბატონ ვიქტორ დოლიძეზე, იგი იკავებს ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობას არა იმიტომ, რომ ის "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელია  მხოლოდ, არამედ იმიტომ, რომ ის არის ძალიან კომპეტენტური, გამოცდილი პოლიტიკოსი, განცხადება ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ გააკეთა. 


ჯაფარიძე საკანონმდებლო ორგანოში  მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება.

"მე ამ საკითხს განვიხილავდი კომპეტენციის და გამოცდილების კონტექსტში. თუ ლაპარაკია ბატონ ვიქტორ დოლიძეზე, იგი იკავებს ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობას არა იმიტომ, რომ ის "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელია  მხოლოდ, არამედ იმიტომ, რომ ის არის ძალიან კომპეტენტური, გამოცდილი პოლიტიკოსი. 

დღეს რომ იყოს ამ საკითხის განხილვა, მე ვიქტორ დოლიძის დარჩენას თავის თანამდებობაზე მხარს დავუჭერდი",-აცხადებს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საგაზაფხულო სესია ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პოლიტიკური, საკადრო გადაწყვეტილებით იქნება დატვირთული. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: