დავით სერგეენკო: "C ჰეპატიტის" პრევენცია მოხდება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში

დავით სერგეენკო: "C ჰეპატიტის" პრევენცია მოხდება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში

საქართველო 2015 წლის მთავარ პროექტად "C ჰეპატიტის" მართვის ილიმინაციის პროექტს ასახელებს. განცხადაება ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა.

"ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები ამერიკულ კომპანიებთან უკვე განაწილებულია. მათ თავის მხრიდან მზადყოფნა აქვთ. პროექტის მონაწილე იქნება სამი მხარე, ამერიკული კომპანია, ამერიკის დაავადების კონტროლის მართვის ცენტრი და საქართველოს მთავრობა. როგორც კი წარვადგენთ მზადყოფნის გეგმას და ეს მოხდება თვის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში, ხელი მოეწერება შესაბამის შეთანხებას, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს. ამის შემდეგ დაიწყება პროექტის განხორციელების პირველი ნაბიჯები.

ჯანდაცვის სამინისტროს და მთლიანად მთავრობის მოვალეობა ხდება, რომ მთლიანად აქტიურად იზრუნოს ახალი შემთხვევების აღმოცენების მინიმუმადე დაყვანისთვის ანუ პრევენციისთვის. პრევენცია გამოიხატება არა მკაცრ და ზედმეტად ხისტ კონტროლში, მაგრამ ადეკვატურ კონტროლში ყველა იმ წერტილში, სადაც კი თეორიული შანსი არსებობს "C ჰეპატიტის" აღმოცენების. პრევენცია მოხდება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, სტომატოლოგიურ კაბინეტებში, ტატუსა და კოსმეტიკურ სალონებში. ამ დაწესებულებებში აქტიური მუშაობა დაიწყება, რომ მოხდეს პრევენცია. თუ არ იქნება პრევეცია ადეკვატური არ იქნება პროექტი. ეს არის ცალსახა მოთხოვნა ჩვენი პარტნიორების, რადგან სხვა ქვეყნებში პროექტი განხორციელდა პრევენციის გათვალისწინების გარეშე და მან შედეგი არ მოიტანა", - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა მედიას მიმართა, რომ საზოგადოებას მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს ამ პროექტის შესახებ. მისივე თქმით, ამ პროექტს პრემიერ-მინისტრი პირადად კურირებს.



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: