არის თუ არა ჯოზეფ ქეი თაღლითი?

არის თუ არა ჯოზეფ ქეი თაღლითი?

საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ჯოზეფ ქეის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ განაჩენი გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ გამოიტანა.

საქმე ეხებოდა დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას პროცესის შემდეგ გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ჯოზეფ ქეის თაღლითი უწოდა.

ბიზნესმენმა დეპუტატს სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივლა და კომპენსაციის სახით 50 ათას ლარს ითხოვდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ქეის სარჩელი იყო ყოვლად უსაფუძვლო და უარი უთხრა ჯოზეფ ქეის სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო პროცესი  გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ დასრულდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: