რატომ უთხრეს გია გეწაძეს ნასამართლეობის ცნობის მიცემაზე უარი?
საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ყოფილ მოადგილეს, რომელიც უკრაინაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ნასამართლეობის ცნობის მიცემაზე დღეს უარი უთხრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გია გეწაძის გენერალური მინდობილობით მისი წარმომადგენელი მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ უარი ცნობაზე ტექნიკური ხარვეზის გამო უთხრეს. თუმცა, მისივე მტკიცებით, მთელი დღის განმავლობაში სხვა პირებზე ცნობები უპრობლემოდ გაიცემოდა.
დღის ბოლოს მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, რომ ხარვეზი მოხსნილია. თუმცა, გეწაძე არასამუშაო დღეების გამო ცნობას 20 იანვრამდე ვერ მიიღებს.