სოციალურად დაუცველი ასამდე ოჯახი შესაძლოა ქუჩაში აღმოჩნდეს

სოციალურად დაუცველი ასამდე ოჯახი შესაძლოა ქუჩაში აღმოჩნდეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია, ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას სთხოვს. საქმე ეხება სოციალურად დაუცველებისა და უსახლკაროებისთვის ბინის საფასურის დაფინანსების შეჩერებას. ტექნიკური ხარვეზის გამო ასობით ოჯახი გამოსახლების ზღვარზეა

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს დროებითი ხარვეზია. თუმცა, ვიდრე ხადურის უწყება და მერია პრობლემას აგვარებენ, შესაძლოა, სოციალურად დაუცველები ფულის გადაუხდელობის გამო ნაქირავები ბინებიდან გაასახლონ. თბილისში მერიისგან დაფინანსებას ასამდე ოჯახი ელოდება. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: