ზაზა ურუშაძეს გულშემატკივრები აეროპორტში მანდარინებით დახვდნენ
სამშობლოში დაბრუნებულ "მანდარინების" რეჟისორს აეროპორტში სპეციალური შეხვედრა მოუწყვეს. ზაზა ურუშაძეს გულშემატკივრები მანდარინებით სავსე კალათებით დახვდნენ.
ქართველი რეჟისორის ნამუშევარი კინოს სამყაროს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს "ოსკარის" მოსაპოვებლად იბრძოლებს.
ომის დრამა სახელწოდებით "მანდარინები" უკვე 21 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. შეემატება თუ არა მის პრემიებს ოსკარი - ეს 22 თებერვალს დოლბის თეატრში გახდება ცნობილი.