ცოტნე ყავლაშვილი: გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა!

ცოტნე ყავლაშვილი: გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა!

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილი გადაჭარბდა 20 მლნ და 9 მილიარდ 125 მილიონი ლარი შეადგინა.

 

ყავლაშვილმა მედიას 2014 წლის სახელმწიფო  ბიუჯეტის ანგარიში გააცნო, რომელიც პარლამენტს 20 იანვარს წარედგინება.

"2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბდა 20 მლნ ლარით და შეადგინა 9 მილიარდ 125 მილიონი ლარი. მათ შორის, არადეფიციტური შემოსავლები, როგორიც არის საგადასახადო შემოსავლები, გრანტები და სხვა - გადაჭარბდა 83 მლნ ლარით და შეადგინა 7 მილიარდ 474 მილიონი ლარი, რამაც საშუალება მოგვცა 66 მლნ ლარით ნაკლები ვალი აგვეღო ვიდრე იყო დაგეგმილი."- განაცხადა ყავლაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: