ალექსეი მაიოროვი:რა თქმა უნდა, მათ აქციის ჩატარების ნებართვაზე უარს ვეტყვით!
რუსეთის დედაქალქის უსაფრთხოებასთან ბრძოლის დეპარტამეტის ხელმძღვანელის ალექსეი მაიოროვის განცხადებით,მოსკოვის მერია მუსლიმებს რელიგიური გრძნობების შეუაცხყოფის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ჩატარების უფლებას არ მისცემს. მაიორივმა დაგეგმილ აქციას პროვოკაციული უწოდა. აღნიშნულზე მან "რია ნოვოსტისთან" ისაუბრა.
მოსკოვის მერიაში დაახლოებით 100 ათას კაციანი მიტინგის ჩატარების თაობაზე განაცხადი შევიდა.
"გაირკვა, რომ ორგანიზატორები არიან მახაჩყალას მკვიდრები - მირზაევი და აბაკაროვი. ისინი მოსკოვში არ არიან. მოსკოვის დიასპორა და მოსკოვში არსებული რელიგიური ორგანიზაციები ამ ღონისძიების ჩატარებასთან არავითარ კავშირში არ არიან. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ აღნიშნულ პირებს სურთ ორგანიზება გაუკეთოთ პროვოკაციულ აქციას. აქედან გამომდინარე ჩვენ, რა თქმა უნდა, უარს ვეტყვით მათ აქციის ჩატარების ნებართვაზე", - განაცხადა მაიოროვმა.