პროტესტის ნიშნად პატიმარმა თერმომეტრი გადაყლაპა
სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ. გაუსაძლის პირობებს, პროტესტის უკიდურესი ფორმით პატიმრები უკვე ექვსი დღეა აპროტესტებენ.
მჯსავრდებულების ოჯახის წევრების განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირები არ იღებენ სამედიცინო დახმარებას და მათ უსაფუძვლოდ აქვთ შეზღუდული კანონით მინიჭებული უფლებების უმეტესობა. ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა პატიმარმა პროტესტის ნიშნად თერმომეტრი გადაყლაპა. პატიმართან ამ დრომდე ექიმი არ შესულა.
სასჯელაღსრულების სამინისტროში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.