სალომე ზურაბიშვილი:"რა მოლაპარაკებები ჩატარდა ომის შემდგომ რუსეთთან ენგურჰესის შესახებ?"
"საქართველოს გზის" საპატრიო ლიდერი სალომე ზურაბიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებას აფასებს. ზურაბიშვლის თქმით, ალბათ მოვიდა დრო, როცა მეტი გამჭვირვალობა უნდა გაჩნდეს ამ საკითხის მიმართ.
"კომენტარის შინაარსი ვერ გავიგე! მაგრამ ალბათ დრო მოვიდა, რომ ცოტა მეტი გაჭვირვალეობა გაჩნდეს ამ საკითხის მიმართ. მაგალითად გავიგოთ სიმართლე ენგურჰესის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე: რა მოლაპარაკებები ჩატარდა ომის შემდგომ რუსეთთან ენგურჰესის შესახებ როცა ჩემი მეხსიერება თუ არ მღალატობს აფხაზებს უფლებები ჩამოვართვით ერთობლივად (!), რა ხელშეკრულებაზე მოაწერა საქართველოს იმ დროინდელ მთავრობამ ხელი რუსეთთან, და რა სტატუსი მიენიჭა მაშინ ენგურჰესს და დღეს რა სტატუსი გააჩნია???? ... რა გვეკუთვნის და რა არა, რა უფლებები გაგვაჩნია? მერე გავარკვიოთ ამ "კუთვნილებაზე" ვისთან შეიძლება ან არ შეიძლება ლაპარაკი... და რომელი განცხადება ლეგიტიმურად ჩაითვალოს !" - წერს ზურაბიშვილი.