უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს დაიღუპა. მასთან ერთად დაიჭრა კიდევ სამი ქართველი, თუმცა დაჭრილი ქართველების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

არსებული ინფორმაციით, შეტაკება მოხდა 93-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის მეექვსე ასეულსა და რუს სამხედროებს შორის დონეცკის მიმართულებაზე დასახლებული პუნქტიდან. ოპერაცია განხორციელდა იმის გამო, რომ მომხდარიყო ყურადღების გადატანა უკრაინული მხარის მიერ და განხორციელებულიყო აეროპორტის გზის გათავისუფლება, რათა მოხერხებულიყო დაჭრილების გამოყვანა. ბოლო 3 დღეა აეროპორტიდან დაჭრილების გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. უკრაინაში ქართველი მებრძოლის ინფორმაციით, ქართველები უკრაინაში ფრონტის ხაზზე ბრძოლას განაგრძობენ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: