ვლადიმერ პუტინი: რუსეთი მზად არის ეუთოსთან ერთად აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა უზუნველყოს!
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს მიმართვა გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი მზად არის ეუთოსთან ერთად აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა უზუნველყოს.
"გთავაზობთ, რომ ორივე მხარემ, როგორც უკრაინის ძალოვანმა სტრუქტურებმა, ასევე ამბოხებულებმა, მიიღონ გადაუდებელი ზომები ორმხრივი სროლის შეწყვეტისთვის", - ნათქვამია პუტინის წერილში.