გიორგი კალანდაძე კვლავ პროკურატურაში დაიბარეს

გიორგი კალანდაძე კვლავ პროკურატურაში დაიბარეს

გენერალურ პროკურატურაში გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე ადვოკატთან ერთად მივიდა. მისი მოსალოდნელი დაკითხვის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გუშინ განაცხადა.


გიორგი კალანდაძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. მისი ადვოკატის გოგიტა გაბაიძის განცხადებით, სავარაუდოდ, გიორგი კალანდაძე  პროკურატურაში სასამართლო განჩინების გასაცნობად დაიბარეს.


შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი კალანდაძეს გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე უფლებამოსილება გუშინ შეუჩერდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: