მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი) გარდაიცვალა
ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 68 წლის ასაკში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი, მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი) გარდაიცვალა.
როგორც "კვირას" საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში განუცხადეს, მეუფე თადეოზი დღეს, 7:30 ნახევარზე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
მეუფე თადეოზი 1946 12 ოქტომბერს გორის რაიონის სოფელ ფლავში დაიბადა.1966 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლა. 1968-1973 წლებში სწავლობდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1973-1974 წლებში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად გორის რაიონის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლაში. 1974-1977 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.