რიჩარდ ნორლანდი: "მან საკუთარი სიცოცხელე გაიღო სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად"
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა სამების ტაძარში არქიმანდრიტ მამა ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგო.
"ყველა ამერიკელის სახელით პატივისცემას გამოვხატავთ ამ ახალგაზრდა კაცის მიმართ, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღო სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის ღირსშესანიშნავი და ჰუმანური ფაქტი, პატივისცემას გამოვხატავთ მის მიმართ", - აღნიშნა ნორლანდმა.