როდის გვეშველება?
ალბათ ხშირად გაიგონებთ ამ სასოწარკვეთილებით სავსე, გმინმასავით ამონათქვამ გულისტკივილს...
აბა რა გითხრათ? ...თუმცა, რატომაც არა, გეტყვით:
როცა „ოქტომბრის (ავადსახსენებელმა) რევოლუციამ“ გაიმარჯვა, პირველი, რაც ლენინმა გააკეთა, მოაზროვნე ფენას ტერორი მოუწყო - თავადობა, არისტოკრატია, ინტელიგენცია გაანადგურა... შემდეგ ნიკოლოზ მეორის მთელი ოჯახი ვერაგულად დახვრიტა! რათა მისი დიქტატორული იდეებისთვის ხელი არ შეეშალა ვინმეს.
დატოვა უინტელექტო, ლუმპენპროლეტარიატი, რომლის მართვა ადვილი იქნებოდა პრინციპით „მათრახი და პრიანიკი“ ...ამ მასამ დროთა განმავლობაში „პლიუს ნიშნით“ ტრანსფორმაცია, რა თქმა უნდა განიცადა, - მათი შთამომაცლობის გარკვეულმა ნაწილმა უნივერსიტეტში ისწავლა, სამეცნიერო ხარისხი დაიცვა, ინტელექტი გაიღრმავა, თუმცა გენებს ვერაფერი მოუხერხა: ღორი აჩენს ღორს, გველი გველს, თხა აჩენს თხას, ძროხა ძროხას იგებს!
სამწუხაროდ ვერ გარდაიქმნენ არწივებად და ლომებად ღორები და თხები! გენი ბატონებო, გენი!
...და შეიძლება ამიტომაც არ გვეშველოს! ვინ იცის, როდის გამოჩნდება ახალი „ლენინი ან სტალინი?“ თავისი „პრიანიკით და მათრახით“...
არ გეწყინოთ გენეტიკურად „პლებეებო“ ეს ხომ ხუმრობააა?...თუმცა, ნებისმიერ ხუმრობაში, აშკარად იგრძნობა ჭეშმარიტების მარცვალი!
თამაზ ჭეიშვილი
P.S.
არიქა, მეცით ახლა და „შემსანსლეთ“ თქვე ვირტუალურებო, თქვენა! ვინც „გადასანსვლას“ დამიპირებს სწორედ ის იქნება „პლებეი“... აანუუუ, თავს გამოიაშკარავებთ! :)))))))))))))) რამდენი ვიცინე!