რუსი ჯარისკაცის მიერ დაჭრილი 6 თვის ჩვილი დაიღუპა
ერევნის ცენტრალურ ჰოსპიტალში რუსი ჯარისკაცის მიერ დაჭრილი 6 თვის სერიოჟა ავეტისიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს. ბავშვის გადასარჩენად, ქიმები ერთი კვირის განმავლობაში იბრძოდნენ.
შეგახსენებთ, რომ გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა 12 იანვრის ღამეს ამ ქალაქის 6 მცხოვრები მოკლა და 6 თვის სერიოჟას გულის არეში დანით 6 ჭრილობა მიაყენა.