შსს-მ უკანონოდ მოჭრილი ნაძვის 22 ცალი 5 მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი ამოიღო

შსს-მ  უკანონოდ მოჭრილი ნაძვის 22 ცალი 5 მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი ამოიღო

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1978 წელს დაბადებული ზეზვა უ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს.

სამართალდამცველებმა ახალციხის რაიონის სოფელი ბოგის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზეზვა უ-ს მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანიდან უკანონოდ მოჭრილი ნაძვის 22 ცალი 5 მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი ამოიღეს.გამოძიებით დადგენილია,რომ  გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა 1039,5 ლარია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: