რუსეთი მიხეილ სააკაშვილს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის
ის რაც საქართველოს მთავრობამ არ გააკეთა და ამას კოჰაბიტაცია დაარქვა, უკვე რუსეთი აკეთებს.
საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ რუსეთმა, საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.
"მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გვიან სასამართლოს წინაშე წარსდგება და პასუხს აგებს 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის"- აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ვლადიმერ მარკინი მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ რუსეთში გამოძიება რამდენიმე მუხლით ჩატარდა, კერძოდ კი გენოციდის, მკვლელობის, ომის წარმოების მეთოდებისა და აკრძალული საშუალებების გამოყენების ბრალდებებით. ამ საქმის მასალები მოსკოვმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უკვე გადაგზავნა, თუმცა საერთაშორისო სამართალი არ აძლევს რუსეთს საშუალებას სააკაშვილი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადოს, რადგან მას უცხოური იურისდიქციისაგან იმუნიტეტი დღემდე იცავს.
"ისტორია აჩვენებს ადამიანები, რომლებიც მსგავს დანაშაულებს ჩადიან ყოველთვის აგებენ პასუხის"– აცხადებს მარკინი.