რატომ განაცხადა ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების მოხსნის განხილვაზე უარი?
ევროკავშირმა საგარეო საკითხთა საბჭოს სხდომაზე რუსეთისთვის სანქციების მოხსნის განხილვაზე უარი განაცხადა.
საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ "როიტერთან" განაცხადა, რომ რუსეთის სანქციების შერბილების საკითხი მხოლოდ მაშინ შეიძლება წამოიწიოს, როდესაც უკრაინაში არსებული ვითარება გაუმჯობესდება.
მათივე ინფორმაციით, სეპარატისტებმა უკრაინაში შეტევები კვლავ განაახლეს, რამაც მშვიდობიან მოლაპარაკებებზეც მოახდინა გავლენა.