ჯუმბერ კირვალიძე: მასმედიის ეთიკური რეგულირების შესახებ კომისია უნდა შეიქმნას!
პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე ლევან ვასაძის განცხადებას ეხმაურება.
"აბსოლუტურად ვეთანხმები ლევან ვასაძეს: "..ჟურნალისტები მეტ ზიანს აყენებენ საქართველოს, ვიდრე პოლიტიკოსებმა მიაყენეს ბოლო 25 წლის განმავლობაში და, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის ეთიკური რეგულირების შესახებ კომისია უნდა შეიქმნას..."!
ჩემი მხრივ, დავამატებდი, რომ სახელმწიფო რეგულირების დონეზე ქვეყნის საბანკო-საფინანსო კომერციული სისტემა და სხვადასხვა ბიზნესსტრუქტურებიც "მისახედია", თორემ საქართველო, როგორც სუვერენული სახელმწიფო დაღუპვის პირასაა, რაშიც ლომის წილი მიუძღვით - კოჰაბიტ პოლიტიკოსებს, თანა-"მედროვე" ჟურნალისტებს და "ენჯეოშნიკებს", აგრეთვე, მევახშე ბიზნესმენებს!!!"- წერს ჯუმბერ კირვალიძე.