სანადრო ბრეგაძე: არანაირი თავდაცვა,არამედ უკომპრომისო ბრძოლა!
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე facebook- ის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
"მე არ მიბრძოლია სააკაშვილის წინააღმდეგ იმიტომ რომ მისი გარეგნობა ან დიქცია არ მომწონდა,არ მიბრძოლია მის წინააღმდეგ იმიტომ რომ მან ჩემი მატერიალური კეთილდღეობა დააზარალა,არ მიბრძოლია არც სხვა მერკანტელური მიზეზების გამო,მე მის რეჟიმს ვებრძოდი ადამიანთა უფლებების დარღვევის,დიქტატურის გამო,მაგრამ უმთავრესი მიზეზი ჩემი ბრძოლისა იყო და არის ნაცსექტის დაუნდობელი ბრძოლა ქართველობის,ეკლესიის,რწმენისა და ეროვნულობის წინააღმდეგ.ბევრი ჩვენთაგანი ვერ ხვდება,რომ დღეს ყველაზე მძიმე ბრძოლის გადატანა გვიწევს იმ პრინციპების შესანარჩუნებლად,რომლის შენარჩუნებისთვის უამრავმა ქართველმა პატრიოტმა გაწირა თავი.დღეს ჩვენ თავდაცვით პოზიციაში ვართ და გვიტევენ,გვიტევენ და გვიტევენ,გვიტევენ უზნეო,ბოროტი,აღვირახსნილი ავაზაკები,რომელთა უმთავრესი ოცნება ჩვენი ეროვნულობის წაშლაა.აბითურებენ და დაცინიან ჩვენთვის წმინდა ინსტიტუტებს,აგინებენ და აძაგებენ ჩვენთვის სალოცავ რწმენას,ანგრევენ და ანადგურებენ მომავალი თაობების ქართულ ცნობიერებას.დღეს ისინი გამარჯვებულად გრძნობენ თავს,რადგან ხედავენ რომ თავდაცვით პოზიციაში ჩვენი ყოფნა მათი პირველი ეტაპის გამარჯვებაა.მათი სითავხედე იმ დონემდეც მივიდა,რომ მათთვის სიტყვის შებრუნებასაც კი დანაშაულად სახავენ,გვიკრძალავენ საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას და თუ ვინმემ გამოთქვა ისე დაესევიან როგორც დაჭრილ სულიერს ყვავ-ყორნები.სამწუხარო ისაა,რომ შინაურები და შენიანებიც ისე დაუშინებიათ,რომ ღიად მხარდაჭერას ვერ ბედავენ და შეშინებული თვალებით გეჩურჩულებიან და გირჩევენ რომ გაჩერდე.არადა როგორ უნდა გაჩერდე,ვის წინააღმდეგ უნდა გაჩერდე,რის სანაცვლოდ უნდა გაჩერდე??გთხოვთ არ გაჩერდეთ,არ იყოთ თავდაცვაში,ნუ შეგეშინდებათ,არ დაიღალოთ და იბრძოლეთ მათ წინააღმდეგ,მათ წინააღმდეგ,მათ საპირისპიროდ,მათ ხომ სახელები არა აქვთ,ისინი ერთნი არიან და მათი სახელი--ეკლესიისა და რწმენის წინააღმდეგ მებრძოლი უღმერთოებია,უღმერთოები რომლებიც იმ ბოლშევიკების შთამომავალნი არიან,რომლებიც ეკლესიებს ანგრევდნენ,სასულიერო პირებს ხოცავდნენ და კომკავშირის სახელით საქართველოს ებრძოდნენ.თავდაცვა კი არა ბრძოლაა საჭირო და აღმოფხვრა ყველა იმ უკეთურობისა,რომელიც ქართველ ერს მთავარი,ფუძემდებლური პრინციპების დანგრევას უქადის.არანაირი თავდაცვა,არამედ უკომპრომისო ბრძოლა,ეს იქნება ჩვენი ქვეყნის წინსვლის გარანტია.ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!!!!