კახა კახიშვილი: იმედს ვიტოვებ, ეს დანაშაული უმოკლეს ვადაში გაიხსნება!

კახა კახიშვილი: იმედს ვიტოვებ, ეს დანაშაული უმოკლეს ვადაში გაიხსნება!

"სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას, თუკი ის პირები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს, გადაურჩებიან მართლმსაჯულებას", - ამის შესახებ სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილემ კახა კახიშვილმა იური ვაზაგაშვილის დაღუპვის შესახებ საუბრისას განაცხადა.

"ეს თუ სიმართლეა, ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას, თუკი ის პირები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს, გადაურჩებიან მართლმსაჯულებას. როდესაც წლების განმავლობაში სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობდით, ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს წერტილი უნდა დაესვას. ასეთ ტრაგედიას საქართველოში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. ამდენი წლის კაცი ვარ, ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, პროკურატურაში, სასჯელაღსრულებაში ინფორმაციებთან დაკავშირებით და ამ ფაქტმა დამბურძგლა. იმედს ვიტოვებ, უმოკლეს ვადაში ეს დანაშაული გაიხსნება და დამნაშავე პირები კანონის ჩარჩოში, მაგრამ ძალიან მკაცრად იქნებიან დასჯილი იმისათვის, რომ ადამიანს ჰქონდეს გარანტია, რომ ამ ქვეყანაში სიმართლისთვის არ კვდებიან", - განაცხადა კახა კახიშვილმა.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: