ზვიად კვაჭანტირაძე:რატომ გავაჭიანურეთ ასე მისი შვილის მკვლელობის გამოძიება?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავს არ მოიკლავდა.
"კიევში ვართ და ვხვდებით ბევრ მნიშვნელოვან პოლიტიკოსს. შუა შეხვედრის დროს ვიგებთ ამ შოკისმომგვრელ ამბავს. პირველი აზრი რაც თავში მომდის: რატომ გავაჭიანურეთ ასე მისი შვილის მკვლელობის გამოძიება??? რატომ ??? იური ვაზაგაშვილი თავს არ მოიკლავდა. ამ ვერსიის არსებობასაც კი ვერ შევეგუები. ამ საზარელი ფაქტის გამოძიება სასწრაფოდ უნდა მოხდეს. სასწრაფოდ!", - წერს კვაჭანტირაძე.