თამაზ ჭეიშვილი: ვინ მოკლა იური ვაზაგაშვილი?
აბა ერთი საკუთარ თავს დავუსვათ ელემენტარული შეკითხვა, რომელზეც სხაპასხუპით გიპასუხებთ, ნებისმიერი წარჩინებული მეოთხე კლასელი: ვინ მოკლა იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე?
ვაზაგაშვილი მოკლა (ან მოკლეს) იმან (ან იმათ) ვისაც აშკარად საფრთხეს უქმნიდა ჯიუტი მგლოვიარე მამა, ვინც ბოლომდე მიყვებოდა და აკონტროლებდა შვილის მკვლობის გამოძიების პროცესს!
ახალი ვერსია წარმოიშვა, თითქოს ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა შვილის საფლავზე.
ეს ვერსიაა და მეტი არაფერი. ოპერატიულ სამძებრო სპეციფიკას ახასიათებს ვერსიებით მუშაობა. ეს მუშა პროცესია და სხვა არაფერი! ჩანს რომელიღაც „მეტიჩარა“ ჟურნალისტმა ყური მოკრა პროკურატურის მუშაკების საუბარს, ვერსიის თაობაზე და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა კომპიუტერისკენ,
არიქა, ხელი სენსაციურ თემას „ჩავავლეო“! (ჩვენ დღეს უბედურს!)
ეს არის „მეოთხე ხელისუფლება“?
კაცს რომ თავის მოკვლა სდომებოდა, აქამდე მოახეხებდა როგორმე. არსებობს ასეთი ცნობილი, ქრესტომატიული „პოსტულატი“ - არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა!
მითუმეტეს კორტებთან მკვლელობის ძიება თითქმის დამთავრებული იყო და ხალხი მალე გაიგებდა სიმართლეს. მკვლელმა (ან მკვლელების ჯგუფმა) გამაოგნებელი ტერორისტული აქტით (დიახ, ეს ტერორია, როცა ადამიანს, კლავენ, შვილის საფლავს უნაღმავენ... რა დონის ცინიზმია!) ესე იგი მკვლელმა ამ ტერორისტული აქტით დროებით მოადუნა საზოგადოების და პროკურატურის ყურადღება, იცოდა (ან იცოდნენ), ხვალ თუ ზეგ უეჭველად აიყვანდნენ, დააპატიმრებდნენ... შეიძლება საზღვარგარეთ გაქცევაც მოასწრეს, არაფერია გამორიცხული!
თუმცა არსებობს „უდანაშაულობის პრეზუმპციაც“ ...დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ნუ დავემგვანებით „სენსაციებზე მონადირე“ ზოგიერთ მატრაკვეცა ჟურნალისტს! მითუმეტეს ეს შედეგები განსაზღვრავს არა მარტო პროკურატურის,არამედ მთავრობის,პრემიერის,პრეზიდენტისა და პარლამენტის არა მარტო ავტირიტეტს, არამედ ... კიდევ უფრო მნიშვნელოვან ფაქტორებს!..
თამაზ ჭეიშვილი