დავით თარხან-მოურავი: იური ვაზაგაშვილის მკვლელობა კლასიკური ტერორისტული აქტია!

დავით თარხან-მოურავი: იური ვაზაგაშვილის მკვლელობა კლასიკური ტერორისტული აქტია!

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე, დავით თარხან-მოურავი იური ვაზაგშვილის მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს,რომ ვაზაგაშვილის მკვლელობა კლასიკური ტერორისტული აქტია.აღნიშნულზე თარხან-მოურავმა "ობიექტივის" ეთერში ისაუბრა. 


"ქართველმა ხალხმა სააკაშვილის რეჟიმი, დიდი ბრძოლის შედეგად დაამხო. ქართველმა ხალხმა ახალი ხელისუფლება მოიყვანა, იმ დაკვეთით, რომ ისინი აღადგენდნენ უპირველეს ყოვლისა სამართლიანობას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არ აღსრულდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ დამნაშავეები, რომლებიც ხელისუფლებამ არ დასაჯა, საზოგადოებას აქეთ ემუქრებოდნენ, შედეგად კი დღეს სახეზეა ტერორისტული აქტი, მოკლეს ის კაცი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა სამართლიანობის აღდგენისთვის.

ჩვენი ხელისუფლება სათანადო ზნეობრივ სიმაღლეზე არ აღმოჩნდა, რომ სწორად გაეაზრებინა, რას ნიშნავს სამართლიანობის აღადგენის მოთხოვნა. როცა არ დგახარ ამ ზნეობრივ სიმაღლეზე, არ გესმის, რა სტკივა შენს ხალხს. არ სჯი დამნაშავეებს და ამით ბოროტების წახალისებას ახდენ. ზურაბ ვაზაგაშვილი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, ჩვენი ერთგული თანამებრძოლი იყო, ის 2 წლის მანძილზე ითხოვდა დამნაშავეების დასჯას. ის შეეწირა სამართალიანობის აღდგენის იდეას, საქმეს, რაც უზომოდ დასაფასებელია."-აღნიშნა თარხან-მოურავმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: