ემზარ ქვარიანი:-მოვუწოდებ დაუყონებლივ გადადგეს ალექსანდრე ჭიკაიძე
"მებრძოლ პატრიოტთა კავშირის" თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი იური ვაზაგაშვილის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.
-"ალექსანდრე ჭიკაიძის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს. მე მას მოვუწოდებ დაუყონებლივ გადადგეს. ის რაც დღეს ამ ქვეყანაში ხდება, ეს უკვე მეტისმეტია და ელემენტალურად ალექსანდრე ჭიკაიძეს არანაირი მორალური უფლება არა აქვს რომ დარჩეს დაკავებულ თანამდებობაზე.
გირგვლიანის დედას საფლავის ქვა მოუწამლეს. იური ვაზაგაშვილს საფლავზე გვიფეთქებენ. რა ხდება? ვეკითხები ხელისუფლებას. ეს ის შედეგია, რომ იმ კრიმინალებს სათანადო პასუხი ვერ გაეცა. არც ერთი ზონდერი სამსახურიდან არ არის გაშვებული. მეტიც, მშვენივრად აკონტროლებენ სიტუაციას და როცა უნდათ მაშინ აფეთქებენ საჭირო ადგილას საჭირო ნაღმს!".