ირმა ჭკადუა: პროკურატურა ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასახელებას აპირებდა!

ირმა ჭკადუა: პროკურატურა ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასახელებას აპირებდა!

დვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, საქართველოს პროკურატურა ერთ კვირაში ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში დამნაშავეების დასახელებას აპირებდა. მისი თქმით, ამ ფაქტს უკავშირდება აფეთქება, რომელსაც იური ვაზაგაშვილი ემსხვერპლა. 


"პროკურატურამ იცის, ვინ არის მოწმე, დაკითხულიც არის, უბრალოდ, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამ თემაზე ვერ ვსაუბრობთ. ეს საქმე პრაქტიკულად გახსნილია. ერთი კვირის ვადაში დამნაშავეები უნდა გაცხადებულიყვენ. ტექნიკური საკითხები იყო დარჩენილი. მაქვს ეჭვი, რომ ინფორმაციამ გაჟონა პროკურატურიდან და ადამიანებმა, ვინც იური ვაზაგაშვილი იმსხვერპლეს, საფრთხე იგრძნეს. მოწმე ფლობდა ინფორმაციას, რომ ეს ბავშვები საყაჩაღოდ არ მიდიოდნენ და იყო მიზანმიმართული მკვლელობა", - აცხადებს ჭკადუა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: